ნოდარ ჩაჩანიძე – ორი ადამიანი მელოდებოდა სადარბაზოსთან, ორი მანქანაში იჯდა


ავტორი
Front News საქართველო
ორი ადამიანი მელოდებოდა სადარბაზოსთან, ორი მანქანაში იჯდა, სახეზე ხელების აფარებამ გადამარჩინა, – ამის შესახებ “ახალის” წევრმა ნოდარ ჩაჩანიძემ თავდასხმის შემდეგ განაცხადა.
“ორი ადამიანი მელოდებოდა სადარბაზოსთან, ორი ადამიანი მანქანაში იჯდა. ერთი ადამიანი წამოვიდა ერთი მხრიდან, ორი მეორე მხრიდან. როგორც ჰქონდათ მოლაპარაკებული, ისე დამხვდნენ. სამწუხაროდ, ეგეთ რეალობაში ვცხოვრობთ, რომ ველოდებით ამათ. ვიცი, რომ ჩელეც, ერთად წამოვედით და მასაც დახვდნენ. მეც დამხვდნენ სახლთან. თუმცა სახეზე ხელების აფარებამ გადამარჩინა, ასე მგონია, უკეთ ვიქნები წავიქეცი და რამდენიმე წამში, ძალიან მალე მოხდა ყველაფერი. უბრალოდ ვყვიროდი, რომ გაეგონათ ხმა სხვებს და ვიღაცას ხმა ამოეღო იმიტომ რომ სინათლე იყო და ხალხი იდგა, ვერც შეძლეს დიდხანს ამ ჩხუბის გაგრძელება. მე მგონი, სხვებთან შედარებით, მათთან ბრძოლაში მე გადავრჩი”, – განაცხადა ჩაჩანიძემ “ფორმულას” ეთერში.
დღეს საღამოს ფიზიკურად გაუსწორდნენ ასევე ბორის ჩელე ყურუას. ის კლინიკაშია გადაყვანილი.
თაგები:
ახალი

ნოდარ ჩაჩანიძე – სამწუხაროა, რომ იმ მოსამართლეებმა უნდა გაასამართლონ ეს ხალხი, ვინც მათ ქმედებას და ღრეობას აპროტესტებდა

მედიის ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დაღუპულია ორი ადამიანი

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი ბავშვია