ნოდარ ხარშილაძე - ეს გზავნილი ქართველი ხალხის გასაგონადაცაა, რომ ამ მთავრობის ხელში ვერ გახდებით ევროკავშირის ნაწილი


ავტორი
Front News საქართველო
რა თქმა უნდა, ეს გზავნილი ქართველი ხალხის გასაგონადაცაა, რომ ამ მთავრობის ხელში ვერ გახდებით ევროკავშირის ნაწილი, - ამის შესახებ "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ მთავრობის პირობებში საქართველო შეიძლება გახდეს რუსეთის სფეროს ნაწილი.
"გამეორება და ხშირი თქმა იმიტომაა მათი მხრიდან, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს, ან არ შეიმჩნიოს რაღაც გზავნილები, ან სათავისოდ თარგმნოს ხოლმე. ამ ტაქტიკას მიხვდა ევროკავშირი და ევროპარლამენტი ახლა უფრო პერიოდულობით უმეორებს გზავნილებს.
რა თქმა უნდა, ეს გზავნილი ქართველი ხალხის გასაგონადაცაა, რომ ამ მთავრობის ხელში ვერ გახდებით ევროკავშირის ნაწილი. ამ მთავრობის პირობებში ჩვენ შეიძლება გავხდეთ რუსეთის სფეროს ნაწილი, საითაც ძალიან სწრაფი ტემპებით მიგვაქანებენ", - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
ევროპარლამენტის განცხადებით, საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის.
თაგები:
ნოდარ ხარშილაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს