ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 16 წელი გავიდა

ავტორი
Front News საქართველო
ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 16 წელი გავიდა. 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე 21 წლის ქართველი მოციგავე, თამაშების ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე დაიღუპა.
"ვანკუვერის 2010 წლის ზამთრის XXI ოლიმპიური თამაშები საქართველოსთვის ტრაგიკულად დაიწყო. მომხდარმა ტრაგედიამ შეძრა მთელი მსოფლიო. თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, 12 თებერვალს უისტლერის საციგაო ტრასაზე საცდელი დაშვებისას ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ფატალურ შემთხვევას ემსხვერპლა.
საქართველოს ოლიმპიური გუნდის გამორჩეულ და საოცარი პერსპექტივის მქონე სპორტსმენს ნამდვილად დიდი მომავალი ექნებოდა, რომ არა ეს საბედისწერო შემთხვევა.
ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელის უკვდავსაყოფად და მისი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად საქართველო და საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობა მუდამ ერთსულოვანი იქნება“, - აღნიშნულია ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
თაგები:
ნოდარ ქუმარიტაშვილი




