ნოე რამიშვილის შთამომავალმა ეროვნულ არქივს საოჯახო არქივში დაცული მასალა გადასცა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი თავმჯდომარის ნოე რამიშვილის შვილიშვილმა მიშელ რამიშვილმა ეროვნულ არქივს ბაბუის პირადი წერილები და მათ ოჯახში დაცული სხვა საარქივო მასალა გადასცა.
"გადმოცემულ დოკუმენტებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნოე რამიშვილის მიერ მეუღლისთვის – მარიამ გოგიაშვილისთვის – 1924-1930 წლებში გაგზავნილი წერილები, რომლებიც ნათლად წარმოაჩენს ქართველი პოლიტიკოსის ადამიანურ ბუნებას, მის დამოკიდებულებასა და სიყვარულს ოჯახის მიმართ. მიშელ რამიშვილმა ეროვნულ არქივს ასევე გადასცა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ბიუროს პერიოდული გამოცემა „ჩვენი დროშის“ 1950 წლის ნომერი; ქართული პერიოდული პრესის ნიმუშები; გამორჩეულია 1951 წელს დავით ბუაჩიძის სახელზე საფრანგეთში გაცემული სამოგზაურო დოკუმენტი და ლტოლვილის სერტიფიკატი; შეტყობინება ნოე რამიშვილის გარდაცვალების შესახებ, ასევე მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ნოე რამიშვილის მეუღლისა და შვილებისთვის გაგზავნილი თანაგრძნობის ბარათი; 1928 წელს პირველი რესპუბლიკის მთავრობაში ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ კონსტანტინე კანდელაკისადმი მიწერილი წერილი და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული არქივი ინახავს ნოე რამიშვილის პირად ფონდს, რომელიც 1917-1965 წლებში შექმნილ 90 საარქივო საქმეს აერთიანებს. ნოე რამიშვილის შთამომავლის მიერ ეროვნული არქივისთვის ახლად გადმოცემული დოკუმენტები სწორედ ქართველი პოლიტიკოსის პირად ფონდს შეემატება და დაინტერესებული მკვლევრებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ხელმისაწვდომი", - აღნიშნულია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
ეროვნული არქივი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს