ნოე ჟორდანიას სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება


ავტორი
Front News საქართველო
ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა გრძელდება, რის გამოც, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, კერძოდ, 2 აგვისტოს 09:00 საათიდან 4 აგვისტოს 06:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ნოე ჟორდანიას სანაპიროზე, ბენზინგასამართ სადგურ „ვისოლის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მეტეხის გვირაბის მიმართულებით.
სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება გზის სავალი ნაწილის მხოლოდ ერთ განაპირა ზოლში.
თაგები:
მოძრაობის შეზღუდვა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს