ნოემბერში დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 29 ფაქტი გამოვლინდა


ავტორი
Front News საქართველო
საგამოძიებო სამსახურმა ნოემბრის თვეში დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 29 ფაქტი გამოავლინა.
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2022 წლის ნოემბრის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 29 ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ბრალდებულის სახით, 27 პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან 13 პირი დააკავეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში, 44 841 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 220 000 ლარს აღემატება.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე -200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
უაქციზო სიგარეტი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს