ნონა მამულაშვილი – ჩემს ძმას არაფერი აკავშირებს რომელიმე პარტიასთან, რაც შეეხება ღარიბაშვილს, ის ამ ქვეყნის, მისი ხალხის და მისი ისტორიის სირცხვილია


ავტორი
Front News საქართველო
ყოფილი პარლამენტარი ნონა მამულაშვილი მის ძმასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება.
“მინდა გამოვეხმაური ზნედაცემული ე.წ. პრემიერ-მინისტრის განცხადებას. მას შემდეგ, რაც დაღუპულ ქართველ მებრძოლებს “საცოდავები” უწოდა და ოპოზიციასთან დააკავშირა, დღეს უკვე ჩემი ძმა, “ქართული ლეგიონის” მეთაური მამუკა მამულაშვილი, ჩემი გავლით, დააკავშირა “ნაციონალურ მოძრაობას”.
ყველა ნორმალური ადამიანისთვის, ყოველგვარი ახსნა-განმარტება ზედმეტია, თუმცა, მაინც მინდა ვთქვა, რომ “ქართული ლეგიონი” არის უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ქვეშ მოქმედი საბრძოლო ერთეული, რომელიც 2014 წლიდან იბრძვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინაში. მანამდე, საქართველოს იცავდნენ ყველა რუსული შემოტევის დროს.
ხაზგასმით ვამბობ, ჩემს ძმას არაფერი აკავშირებს არც “ნაციონალურ მოძრაობასთან” და არც სხვა რომელიმე პარტიასთან, ის არის პატრიოტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრის წინააღმდეგ 14 წლიდან იბრძვის.
რაც შეეხება ღარიბაშვილს, ის ამ ქვეყნის, მისი ხალხის და მისი ისტორიის სირცხვილია, რის კომპენსირებასაც სწორედ ჩემი ძმა და მისი მსგავსი ათასობით ღირსეული ქართველი ახერხებს უკრაინაში.
გამარჯვება უკრაინას! გამარჯვება საქართველოს!”, – წერს მამულაშვილი.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FN.Mamulashvilii%2Fposts%2Fpfbid02Tv14boHvVxyQmCZdCjPfjFutXCP5xUUf65GDFrDtR2NfC98niZU93HjMpNsdC2ZKl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”310″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
ნონა მამულაშვილი

“ხალხის ძალა“ – ელჩი დანიგენი უშუალოდ იყო ჩართული “მაიდნის“ რევოლუციის ორგანიზებაში, რაც შეეხება ელჩის მოადგილეს, აშკარაა, ისიც სწორედ მისი რევოლუციური გამოცდილების გამო გამოუშვეს

ნონა მამულაშვილი – ვტოვებ პარლამენტს და “ნაციონალურ მოძრაობას”

“ის ადამიანები, ვინც ანაკლიაში ცხოვრობენ, მორალურად და ეკონომიკურად წელში უნდა გაიმართონ და აფხაზ ძმებთან ურთიერთობა აღადგინონ”