ნონა ქურდოვანიძე – ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ველოდით, განსაკუთრებით, მას მერე, როდესაც დავინახეთ, რომ სასამართლო ცდილობდა ყველა საქმის გაერთიანებას


ავტორი
Front News საქართველო
გაუქმდა თეთრიწყაროს უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ამ საქმეზე. ეს, პრინციპში, ჩვენთვის საერთოდ არ იყო მოულოდნელი, – ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლო ცდილობდა ყველა საქმის ერთად გაერთიანებას, რომ არ ყოფილიყო რაიმე განსხვავებული აზრი ამ საქმეში.
“გაუქმდა თეთრიწყაროს უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ამ საქმეზე. ეს, პრინციპში, ჩვენთვის საერთოდ არ იყო მოულოდნელი, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ველოდით, განსაკუთრებით, მას მერე, როდესაც დავინახეთ, რომ სასამართლო ცდილობდა ყველა საქმის ერთად გაერთიანებას და არ ყოფილიყო რაიმე განსხვავებული აზრი ამ საქმეში. ეს იგრძნობოდა გუშინ, იგრძნობოდა იმ განხილვით, როგორც სასამართლომ ეს განიხილა.
ეს იყო კოორდინაციაში მათ შორის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან. სასამართლო სისტემამ გადაწყვიტა, არ განმეორებულიყო რაიმე განსხვავებული მოსაზრება სასამართლოდან ამ საკითხებთან დაკავშირებით. ამას ველოდით, თუმცა ეს არ ცვლის იმას, რომ მოქალაქეების ხმის ფარულობის პრინციპი დაირღვა, არ იყო დაცული და ეს იყო ცესკოს პასუხისმგებლობა, რომელიც მან ვერ იტვირთა, ეს არის ფაქტი”,- განაცხადა ქურდოვანიძემ.
სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა არჩევანის ფარულობასთან და საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები, ასევე გააუქმა თეთრიწყაროს მოსამართლის ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება უბნების გაბათილებასთან დაკავშირებით.
თაგები:
ნონა ქურდოვანიძე

ნონა ქურდოვანიძე – ამ მოსამართლემ საზოგადოებას აჩვენა, რომ ხმის ფარულობა იყო დარღვეული

ნონა ქურდოვანიძე – ჩვენ მოვითხოვთ იმას, რომ შეჩერდეს შესაბამისი ნორმები და ეს უნდა გადაწყდეს გონივრულ ვადაში

სოზარ სუბარი – როდესაც ამბობენ, რომ ვერ გაბედეს მათი დაკავება, ისინი ამით ავტომატურად ადასტურებენ, რომ ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს