
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი მოლოდინი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ამ სარჩელებს განსახილველად და მას განიხილავს, – ამის შესახებ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.
“სასამართლოს მიერ სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი, ეს არის პირველი ეტაპი, რომელიც საქმემ უნდა გადალახოს და იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე სრულად აკმაყოფილებს ნებისმიერ ტექნიკურ გამართულობას, მისი ხელოვნურად შეფერხების რისკები შეიძლება არსებობდეს ნებისმიერ დროს, მაგრამ ამის სამართლებრივი საფუძვლები არ არის. ამიტომ, ჩვენი მოლოდინი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ამ სარჩელებს განსახილველად და მას განიხილავს. რაც შეეხება, თუ რა ვადაში განიხილავს, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებით არ არის რაიმე კონკრეტული ვადა.
რა თქმა უნდა, ჩვენ საქმეზე ჩვენ მოვითხოვთ იმას, რომ შეჩერდეს შესაბამისი ნორმები და ეს უნდა გადაწყდეს გონივრულ ვადაში. გონივრული ვადა იქნება დაახლოებით ერთი თვე, ალბათ, ვიდრე კანონი თავის რეპრესიულ ზომებს ინდივიდუალურად შესახებ ორგანიზაციებს და იმ პირებს ვისაც ეხება”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან” დაკავშირებით სარჩელებით პრეზიდენტი ზურაბიშვილი და არასამთავრობოები მიმართავენ.
თაგები:
ნონა ქურდოვანიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს