
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ამ ვითარებასთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციებს გავაცნობთ, მათ შორის, იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელიც უფრო რეპრესიულს ხდის კანონმდებლობას, – ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ PACE-ს მისიის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მისიის წევრებს გააცნობენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
“ეს ეხება როგორც არჩევნებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ კონტექსტს, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის იმ პრაქტიკას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში – ადამიანების წამებას, დაკავებას, მათ სისხლის სამართლებრივ დევნას. ახლაც რჩება არაერთი პირი პატიმრობაში და ჩვენ ამ ფაქტებთან და ვითარებასთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციებს გავაცნობთ, მათ შორის, იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელიც უფრო რეპრესიულს ხდის კანონმდებლობას. აქ იგულისხმება, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები, ასევე საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილებები და სხვა, რომელმაც უფრო რეპრესიული გახადა არსებული საკანონმდებლო ჩარჩო”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
თაგები:
ნონა ქურდოვანიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს