ნონა ქურდოვანიძე – ეს ერთი დარღვევაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს


ავტორი
Front News საქართველო
ხმის ფარულობის დარღვევა წარმოადგენს კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას. ეს ერთი დარღვევაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს, – ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნების დღეს დამკვირვებლების მიმართ მტრული დამოკიდებულება შეიმჩნეოდა.
“პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ხმის ფარულობის დარღვევა წარმოადგენს კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას და როდესაც ეს პრინციპი ირღვევა, მაშინ საუბარი იმაზე, რომ არჩევნები კანონიერია, აღარც დგას. აქ სხვა დარღვევებს მნიშვნელობაც კი აღარ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ერთი დარღვევაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს.
ამ დარღვევების გარდა არსებობს სხვა ბევრი მიგნება და შეფასება დოკუმენტი, მათ შორის, ჩვენს სადამკვირვებლო მისიას გამოკვეთილი ჰქონდა დამკვირვებლებზე ძალიან მტრული დამოკიდებულება, რომელიც შესამჩნევი იყო არჩევნების დღეს”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
თაგები:
ნონა ქურდოვანიძე

ნონა ქურდოვანიძე – ეს მართლაც ისტორიული პროცესია, პირველად ხდება, რომ მომჩივნების საფუძველზე დიდმა პალატამ დაუშვა საქმე განსახილველად

ირაკლი ღარიბაშვილი – სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად მშვიდ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს არჩევნები

“აუცილებლად, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ჩატარდეს ნორმალური არჩევნები და ეს ცრუპენტელა ხელისუფლება მოვაცილოთ საქართველოს”