ნონა ქურდოვანიძე – ეს მართლაც ისტორიული პროცესია, პირველად ხდება, რომ მომჩივნების საფუძველზე დიდმა პალატამ დაუშვა საქმე განსახილველად


ავტორი
Front News საქართველო
ეს მართლაც ისტორიული პროცესია. პირველად ხდება, რომ მომჩივნების საფუძველზე დიდმა პალატამ დაუშვა საქმე განსახილველად. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს საკითხები საკმაოდ სერიოზულად განსახილველია დიდი პალატის მიერაც, – ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს და მის გადაწყვეტილებას აქვს ორმაგი ეფექტი.
“საბოლოო გადაწყვეტილება დღეს არ გვეცოდინება, მაგრამ განხილვა, შეკითხვები და სხვა ყველაფრის შედეგები დაიდება და ამას გავასაჯაროებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რა კითხვებს სვამს სასამართლო, როგორ პასუხობს მას იუსტიციის სამინისტრო, რომელიც მოპასუხეა ჩვენი და როგორი იქნება გადაწყვეტილება, გაირკვევა. ეს მართლაც ისტორიული პროცესია. პირველად ხდება, რომ მომჩივნების საფუძველზე დიდმა პალატამ დაუშვა საქმე განსახილველად. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს საკითხები საკმაოდ სერიოზულად განსახილველია დიდი პალატის მიერაც.
სტრასბურგის სასამართლოს და მის გადაწყვეტილებას აქვს ორმაგი ეფექტი – უშუალოდ იმ ადამიანებთან მიმართებით, რომლებიც დაობდა და ვისი უფლებაც დაირღვა, მეორე კი – ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ეს სტანდარტების დადგენის გზა და წყაროა. ამავდროულად, არის ხოლმე მიღებული გადაწყვეტილებები, რომლის აღსრულებაც სახელმწიფოებს უწევთ.
სამწუხაროდ, საქართველო ერთ-ერთი ბოლოა ქვეყნების ჩამონათვალში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების კუთხით. ეს საკმაოდ საგანგაშო ტენდენციაა, როდესაც საქართველო რუსეთთან და აზერბაიჯანთან ერთადაა ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც ყველაზე ცუდად აღასრულებენ სტრასბურგის გადაწყვეტილებებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური არის ის უწყება, რომელიც უნდა იძიებდეს პოლიციელებზე საქმეებს, მაგრამ ეს უწყება არ იძიებს არცერთ საქმეს. აქ კი პოლიტიკური ნება ჩანს”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
დღეს სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში 20 ივნისის საქმეებზე ზეპირი მოსმენა იმართება.
თაგები:
ნონა ქურდოვანიძე

ნონა ქურდოვანიძე – მზიას ასევე ედავებიან, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა, ეს საქმე ხვალ, 15:00 საათზე განიხილება

ნონა ქურდოვანიძე – ჩვენ მოვითხოვთ იმას, რომ შეჩერდეს შესაბამისი ნორმები და ეს უნდა გადაწყდეს გონივრულ ვადაში

ნონა ქურდოვანიძე – ეს საქმეც სტრასბურგში მოხვდება და აუცილებლად დამტკიცდება სიმართლე