
ავტორი
Front News საქართველო
ამ ტიპის ინიციატივები ამყარებს იმას, რომ “რუსული კანონის” მოქმედების პირობებში, ხელისუფლება ცდილობს, გააკონტროლოს ეს სფერო და შემდეგ უკვე მის მიერ შერჩეულმა ორგანიზაციებმა განაგრძონ საქმიანობა კონკრეტული მიმართულებებით, – ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს აქვს განზრახული, სრულად დაკეტოს სივრცე სამოქალაქო საზოგადოებისთვის.
“ამ ტიპის ინიციატივები ამყარებს იმას, რომ “რუსული კანონის” მოქმედების პირობებში, ხელისუფლება ცდილობს, გააკონტროლოს ეს სფერო და შემდეგ უკვე მის მიერ შერჩეულმა ორგანიზაციებმა განაგრძონ საქმიანობა კონკრეტული მიმართულებებით.
როდესაც სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობ, როგორიცაა, სახელმწიფო ორგანოების კონტროლი, არჩევნების დაკვირვება, ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერება, როდესაც კორუფციულ ფაქტებს ამხელ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულს, ასეთ დროს წარმოუდგენელია, დაფინანსებას იღებდე ბიუჯეტიდან და თან იყო მისი ობიექტური კრიტიკოსი. ამიტომ, ეს საერთოდ არ არის შესაძლებლობა, ეს აჩვენებს იმას, რომ სახელმწიფოს აქვს განზრახული, სრულად დაკეტოს სივრცე სამოქალაქო საზოგადოებისთვის”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან არასამთავრობოებისთვის გამოყოფილი იქნება ორჯერ მეტი დაფინანსება, ვიდრე მათ დონორი ორგანიზაციები სთავაზობენ.
თაგები:
ნონა ქურდოვანიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს