ნონა ქურდოვანიძე – პოლიტიკური მოტივაცია არის ამ საქმეში მაღალი და მისი დასჯა მისი საქმიანობიდან გამომდინარეა


ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკური მოტივაცია არის ამ საქმეში მაღალი და მისი დასჯა მისი საქმიანობიდან გამომდინარეა, – ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ და მზია ამაღლობელის ადვოკატმა ნონა ქურდოვანიძემ “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება იყო სრულიად დაუსაბუთებელი.
“მზია ამაღლობელის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება იყო სრულიად დაუსაბუთებელი, ამასთან დაკავშირებით ადვოკატებს გასაჩივრებულიც ჰქონდათ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. ასევე, ხელახლა მიმართეს და გადახედვის შუამდგომლობაც იყო წარდგენილი, მაგრამ ყველა ჯერზე სასამართლომ უარი თქვა მზია ამაღლობელის პატიმრობის დასრულებაზე.
ეს მიანიშნებს, რომ პოლიტიკური მოტივაცია არის ამ საქმეში მაღალი და მისი დასჯა მისი საქმიანობიდან გამომდინარეა”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი იწყება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატები სასამართლოს წინაშე შესავალ სიტყვას წარადგენენ, პროკურატურა კი მოწმეებს წარადგენს.
თაგები:
ნონა ქურდოვანიძე

ნონა ქურდოვანიძე – საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეასრულოს მისი ფუნქცია, ეს არის სწრაფად შეჩერება ნორმების

ნონა ქურდოვანიძე – საია მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროსა და სასამართლოს, იხელმძღვანელონ კანონის მოთხოვნებისა და სამართლებრივი პრინციპების დაცვით

ყოფილი მაღალი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ