
ავტორი
Front News საქართველო
საიას შეფასებით, სასამართლო ხელოვნურად აჭიანურებს საქმეების განხილვას, რომ სალომე ზურაბიშვილმა ვერ შეძლოს აქტივისტების შეწყალება, – ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დაკავებულების ჩვენებებით მტკიცდება, რომ მათ სამართალდამცველები არასათანადოდ ეპყრობოდნენ.
“საიას შეფასებით საქართველოს პროკურატურა და თბილისის საქალაქო სასამართლო ხელოვნურად აჭიანურებს საქმეების განხილვას, სავარაუდოდ, იმ მოტივით, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვერ შეძლოს აქტივისტების შეწყალება საპრეზიდენტო უფლებამოსილების ფარგლებში.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა იკვეთება, რომელიც უკავშირდება პატიმრობის გამოყენების პრაქტიკას ბრალდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების გარეშე.
არასათანადო მოპყრობა არის ის, რაზეც დაკავებულებიც საუბრობდნენ და ერთ-ერთი დაკავებული
გამოეხმაურა ამ საკითხს, ვგულისხმობ საბა სხვიტარიძეს, რომელმაც დეტალურად აღწერა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევები. ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობა ეს არის ის, რაც ამ საქმეებს ფონად მიჰყვება. ამ დრომდე არცერთი სამართალდამცველი არ არის დაკავებული, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, სპეციალური საგამოძიებო სამსახური არ იძიებს ამ საქმეებს”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
თაგები:
ნონა ქურდოვანიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს