
ავტორი
Front News საქართველო
ვემზადებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მისამართად, იმიტომ, რომ პატიმრობის საკითხზე უკვე ამოწურულია ქვეყნის შიგნით გასაჩივრების მექანიზმები, – მის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაა მოთხოვნილი.
“პროტესტი, რომელიც მზია ამაღლობელს აქვს, გრძელდება, იგულისხმება პროტესტის უკიდურესი ფორმა – შიმშილობა, რომელიც სრულ შიმშილობაზეა.
ვემზადებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მისამართად, იმიტომ, რომ პატიმრობის საკითხზე უკვე ამოწურულია ქვეყნის შიგნით გასაჩივრების მექანიზმები. ამ შემთხვევაში, მხოლოდ პატიმრობის საკითხის გაგზავნაა შესაძლებელი სტრასბურგის სასამართლოში, თუმცა, რა თქმა უნდა, აქ არსებობს ბევრი სხვა უფლების დარღვევა, მათ შორის არასათანადო მოპყრობა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, როგორც დაგვიდასტურეს, გამოძიება დაწყებულია, თუმცა ჩვენ ველოდებით, რომ მზია ამაღლობელს დროულად მისცენ დაზარალებულის სტატუსი”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
“ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს ბათუმში დააკავეს. ბრალი სისხლის სამართლის 353-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
თაგები:
ნონა ქურდოვანიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს