ნონა წოწორია – დღეს 27 წლის ბიჭი თმის სიგრძის გამო მოკლეს, ჩვენ ისევ ვერ გაგვიგია რა უბედურებაც გვჭირს


ავტორი
Front News საქართველო
დღეს 27 წლის ბიჭი თმის სიგრძის გამო მოკლეს, ჩვენ ისევ ვერ გაგვიგია რა უბედურებაც გვჭირს, – ამის შესახებ ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია სოციალურ ქსელში წერს.
“დისკრიმინაცია და შეუწყნარებლობა ანგრევს საზოგადოების სხეულს. ამიტომაცაა, რომ დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოებმა ყველა ზომა მიიღონ ამგვარი მოტივის გამოსავლენად და მის ჩამდენ პირთა პასუხისგებაში მისაცემად. წინააღმდეგ შემთხვევაში წაიშლება განსხვავება სიძულვილით განპირობებულ და ჩვეულებრივ დანაშაულთა კატეგორიებს შორის, რაც შეიძლება განიმარტოს, როგორც ხელისუფლების ოფიციალური თანხმობა ამ ტიპის დანაშაულების ჩადენაზე, ან უფრო მეტიც, როგორც სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულში თანამონაწილეობა. ასეთ პირობებში ხელისუფლებას გაუჭირდება მსგავს გამოწვევებთან გამკლავება, ხოლო საზოგადოება დაკარგავს ნდობას ხელისუფლების ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკის მიმართ. ეს ევროსასამართლოს სტანდარტია.
დღეს 27 წლის ბიჭი თმის სიგრძის გამო მოკლეს. ჩვენ ისევ ვერ გაგვიგია რა უბედურებაც გვჭირს”,- წერს წოწორია.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს