Logo

ნორიოში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სამართალი
10.03.2022 / 11:02
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული დ.ყ. დააკავეს. მას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში და განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. 

 

დანაშაული თავისუფლების 7-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს. 

 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დ.ყ.-მ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი მამაკაცი – 1986 წელს დაბადებული ი.შ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, ხოლო 1985 წელს დაბადებული ზ.ქ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ზ.ქ. საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. 

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე – მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

 

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. 

 

განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები