Logo

ნორვეგიამ უკრაინას “მისტრალის” საზენიტო სარაკეტო სისტემები გადასცა

უკრაინა
1311
Frontnews image description

ნორვეგიამ უკრაინას “მისტრალის” საზენიტო სარაკეტო სისტემა გადასცა. მათ შეუძლიათ ჩამოაგდონ თვითმფრინავები და ვერტმფრენები დაბალ სიმაღლეზე, – ინფორმაციას ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი შეიძლება გაგრძელდეს და მას საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება.

 

“მისტრალის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა არის ეფექტური იარაღი, რომელიც უკვე გამოიყენება ფლოტში და რომელიც დიდ სარგებელს მოუტანს უკრაინას“, – განაცხადა მან.

 

ამჟამად უკრაინას გადაეცა 100-მდე “მისტრალის“ საზენიტო-სარაკეტო სისტემა, რომლებიც ნორვეგიის არმიამ გამოუშვა. გარდა ამისა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 4000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტისა და რამდენიმე სახის დამცავი აღჭურვილობისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის შესახებ.

Advertisement