Logo

ნოშიკო ნამორაძე – 12 წლის წინ სად იყავით?! დაისვენა ქვეყანამ, აწიოკება გინდათ ამ ქვეყნის?!

პოლიტიკა
1437
Frontnews image description

თქვენ გინდათ, რომ ხვალ დადგეს ის დღე, რომ აგაწიოკონ. უკრაინაში, რაც ხდება მოგწონს? აწიოკება გინდათ ამ ქვეყნის?! არ გამოგივათ, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ნოშიკო ნამორაძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის წინ ჟურნალისტს განუცხადა.

ნამორაძემ “ტვ პირველის” ჟურნალისტს მიმართა, რომ ამ ქვეყანაში ომი სურს.

“თქვენ გინდათ, რომ ხვალ დადგეს ის დღე, რომ აგაწიოკონ. თქვენ კარგად იჯდებით, მაგრამ დანარჩენებს ააწიოკებენ.

სად ცხოვრობდით, რომელ ქვეყანაში ცხოვრობდით? 12 წლის წინ სად იყავით?! გახსოვთ რამე საერთოდ?! დაისვენა ქვეყანამ. არც ომში ხარ და არც უკრაინის ვითარებაში.

უკრაინაში რაც ხდება მოგწონს? რა უქნეს ქვეყანას, იგივე გინდა, რომ აქ იყოს?! აწიოკება გინდათ ამ ქვეყნის?! არ გამოგივათ”, – განაცხადა ნოშიკო ნამორაძემ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ქართველი ბიზნესმენები ხვდებიან. შეხვედრა მედიისთვის დახურულია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები