
ავტორი
Front News საქართველო
მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში არ შეუშვეს, სადაც ავსტრალიის ღია პირველობაზე აპირებდა მონაწილეობას.
ჩოგბურთელი რვა საათი გააჩერეს მელბურნის აეროპორტში და ახლა დეპორტირებას უპირებენ. მან 24 საათის განმავლობაში უნდა დატოვოს ავსტრალია.
ჯოკოვიჩი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
სპორტსმენი სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც ავსტრალიაში პროტესტი და კრიტიკა დაიწყო იმის გამო, რომ ის ვაქცინირებული არაა და ქვეყანაში შესვლის უფლებას მაინც აძლევდნენ.
მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგნად აღაირებულმა ჯოკოვიჩმა ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში განაცხადა: “პირადად მე ვარ ვაქცინაციის წინააღმდეგი და არ ვისურვებდი, რომ ვინმემ მაიძულოს აცრა, რათა შემეძლოს მოგზაურობა”.
ავსტრალიის ღია პირველობაზე დაშვების წინაპირობაა, რომ ჩემპიონატში მონაწილე ყველა პირი და პერსონალი სრულად ვაქცინირებული უნდა იყოს ან გამონაკლისი უნდა მიენიჭოთ ექსპერტთა დამოუკიდებელი კოლეგიის მიერ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს