“ნუ მოვიგონებთ პრობლემებს, მერე ამ მოგონილ პრობლემებზე ნუ გავბრაზდებით და ნუ შევქმნით პანიკას”

ავტორი
Front News საქართველო
მამუკა მდინარაძის თქმით, არც ერთ მედიასაშუალებას "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში არასდროს არანაირი პრობლემა არ შეექმნება. ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ტელევიზიაში შეჭრას არავინ აპირებს.
"მე შემიძლია გითხრათ მთელი პასუხისმგებლობით, არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი თანაგუნდელების სახელით, რომ საქართველოში არც "TV პირველს" და არც სხვა რომელიმე მედიასაშუალებას "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში არასდროს არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ. ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით. რაც შეეხება დღევანდელ შემთხვევას, მოგონილი ამბავია, რომ მოითხოვა შეჭრა, შესვლა. ნუ მოვიგონებთ პრობლემებს, მერე ამ მოგონილ პრობლემებზე ნუ გავბრაზდებით და ნუ შევქმნით პანიკას იქ, სადაც არათუ საპანიკო, გასანერვიულებელიც არაა", – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


