
ავტორი
Front News საქართველო
სამების საკათედრო ტაძარში, ბზობის დღესასწაულისადმი დაკავშირებით აღვლენილი საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს მიმართა.
„გილოცავთ ბზობის დღესასწაულს. ბზობა არის დიდი ზეიმი, სიყვარულის ზეიმი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მწუხარება ხშირად ცვლის სიხარულს. სიხარული, სიყვარული და მწუხარება ცვალებადია. ყოველი დღე გვაახლოებს ჩვენ მეორედ მოსვლასთან. ადამიანმა უნდა იფიქროს, რა გველოდება ჩვენ წინ. ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს ღმერთმა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, იმის შესახებ, როგორ შევხვდებით მეორედ მოსვლის დღესასწაულს. ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა გამონახოს გზა, რომელიც მიდის სასუფეველში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს. ძალიან ხშირად ისმის წუხილის სიტყვები, ნუ შეგეშინდებათ, მაცხოვრის, ღვთის სიყვარული აღემატება ყოველგვარ ცოდვას, მაგრამ საჭიროა სინანული“, – განაცხადა პატრიარქმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს