Logo

“ნუ უკავშირებთ წვრილმან ხულიგნობას ადამიანის ნების გამოხატვას”

საზოგადოება
1119
Frontnews image description

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებში, სიტყვის თავისუფლება ხულიგნობაში არ უნდა აგვერიოს.

"უნდა იცოდეთ, რომ ეს ცვლილებები გამოწვეული არის იქიდან, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და პარლამენტს დაევალა ცვლილებების განხორციელება. ნუ უკავშირებთ წვრილმან ხულიგნობას ადამიანის ნების გამოხატვას. თქვენ თუ თვლით, რომ წვრილმანი ხულიგნობა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არის თავისუფალი ნების გამოხატვის ფორმა დღეს საქართველოში, ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი წარმოდგენა გქონიათ ადამიანის თავისუფალი ნების გამოხატვაზე, პროტესტის გამოხატვაზე, სიტყვის თავისუფლებაზე და ა.შ. თუ შევადარებთ იმ პრაქტიკას, რაც დასავლეთის ქვეყნებში არის, ვნახავთ, რომ ჩვენი კანონმდებლობა ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური და რბილია" – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, დარღვევებზე სანქციები ორმაგდება, პარლამენტმა გუშინ განიხილა და დაამტკიცა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები