Logo

ნუგო შოშიაშვილი - გამოცდილებამ აჩვენა, რომ ახალგაზრდები მაქსიმალურად ეფექტურად არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესებში

პოლიტიკა
220
Frontnews image description

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრის ნუგო შოშიაშვილის თქმით, ახალგაზრდებთან შეხვედრებს და დისკუსიებს განგრძობითი ხასიათი ექნება.

მისივე თქმით, გამოცდილებამ აჩვენა, რამდენად ეფექტიანია ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში და კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, რომ მსგავსი ღონისძიებები დისკუსიის უალტერნატივო საშუალებაა.

"გამოცდილებამ აჩვენა, რომ ახალგაზრდები მაქსიმალურად ეფექტურად არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, აჟღერებენ საკუთარ ხმას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში და რაც მთავარია, გვაჩვენა კიდევ ერთხელ ის, რომ მსგავსი ღონისძიებები არის დისკუსიის, აზრების გაცვლის უალტერნატივო საშუალება. რა თქმა უნდა, ეს არ დამთავრდება, ამას ექნება განგრძობითი ხასიათი", - განაცხადა ნუგო შოშიაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები