Logo

ნუგზარ წიკლაური – დაიწყეს სხვადასხვა მხარეს მობილიზება, სპეცრაზმების გამოყვანა, ეს არის განწირული მცდელობები ხელისუფლების

პოლიტიკა
1399
Frontnews image description

დაიწყეს  სპეცრაზმების გამოყვანა, ეს არის მართლა განწირული მცდელობები ხელისუფლების, – ამის შესახებ  “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა. 

 

წიკლაური განცხადებით, ხელისუფლება, რომელიც ხალხს დაუპირისპირდება, მარცხისთვისაა განწირული. 

 

“დაიწყეს სხვადასხვა მხარეს მობილიზება, სხვადასხვა სპეცრაზმების გამოყვანა, ეს არის მართლა განწირული მცდელობები ხელისუფლების, ამ დიქტატურის, ამ კორუმპირებული მანქურთების მცდელობები, რომ როგორმე ხალხი შეაჩერონ. 

 

თუ ივანიშვილი ფიქრობს, რომ ის დაუდგება წინ ქართველ ხალხს და როგორც ჩაუშესკუ ფიქრობდა და როგორც სხვა დიქტატორები ფიქრობდნენ, გაიმარჯვებს ამ ხალხზე, მან არ იცის, მაშ, ქართველი ხალხის ძალა. არავისთვის გადაუწყვეტია ჩვენი ხალხისთვის მთავარი სამოქალაქო უფლების აყრა, არ გაუმარჯვია, არ გაუმარჯვია ამ ქვეყანაში და ვერ გაიმარჯვებს ვერც ივანიშვილი”, – განაცხადა წიკკლაურმა  ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში. 

 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის აქციის მზადების პარალელურად სპეცრაზმი გამოიყვანა. სპეცრაზმი შეიყვანეს კანცელარიისა და პარლამენტის მიმდებარედ, მოყვანილია წყლის ჭავლის მანქანებიც.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები