ნუგზარ წიკლაური – დაიწყო ქვეყნის ანექსია და გვყავს ხელისუფლება, რომელიც ბუჩქებში და ჩირგვებშია ჩამძვრალი

ავტორი
Front News საქართველო
დაიწყო ქვეყნის ანექსია და გვყავს ხელისუფლება, რომელიც არაფერს აკეთებს, უბრალოდ, არის ბუჩქებში და ჩირგვებში ჩამძვრალი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
მისი თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სვამს კითხვებს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით.
“ადამიანი, რომელიც გამოხატავს 750 ათასი მოქალაქის ნებას და ეს ადამიანი არის ციხეში. არის ფუნდამენტური საკითხები, რაზეც უნდა მოხდეს დიდი ეროვნული კონსოლიდაცია. მიხეილ სააკაშვილის საკითხი არის ასეთ საკითხთა რიგში. ამიტომაც დაიწყო ამ კითხვების დასმა ქალბატონი ფოტიგას მიერ ბორელის მიმართ. ვინმეს ეჭვი რომ ჰქონდეს, რომ ეს კაცი მართლა პიჯაკის ჩაცმის გამო არის დაჭერილი, ან იმიტომ, რომ სადმე თაიგული მიიტანა, ამ კითხვებს არ დასვამდა. ყველამ ვიცით, რომ არის პოლიტიკური დევნა. პოლიტიკური დევნა არის იმიტომ, რომ პუტინმა 2008 წელს თქვა, რუსის ტანკები სადამდეც მივლენ, მივლენ, იმის შემდეგ ქართველები გააკეთებენ ჩემს საქმეს, სააკაშვილს ჩასვამენ ციხეში – ამას ასრულებენ დღეს.
დაიწყო ქვეყნის ანექსია და გვყავს ხელისუფლება, რომელიც არაფერს აკეთებს, უბრალოდ, არის ბუჩქებში და ჩირგვებში ჩამძვრალი, „გარეთ მხდალი, შინ ძლიერი“ , – როგორც ნათქვამია, ჩვენთან არის ძლიერი ხელისუფლება, აქტივისტების, ახალგაზრდების წინააღმდეგ აქვს ძალა, გარეთ არიან მხდალები და ლაჩრები“, – განაცხადა წიკლაურმა.
თაგები:
ნუგზარ წიკლაური




