ნუგზარ წიკლაური – ისინი იცავენ ბიძინას ფულს, საერთოდ არ აინტერესებთ არც ქვეყანა, არც ევროპული მომავალი და არც მოქალაქეების კეთილდღეობა

ავტორი
Front News საქართველო
ხუნდაძის საჯარო უარი ევროპულ გზაზე, რეალურად, ბიძინა ივანიშვილის ანტიევროპული პოზიციის გახმოვანებაა, – ამის შესახებ Front News– ს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ უკვე დაუფარავად პოზიციონირებს, როგორც ანტრიეროვნული ძალა.
“პირველ რიგში, ხუნდაძის ენით ახლა ლაპარაკობს ბიძინა ივანიშვილი. როგორც გახსოვთ, ის იყო ბიძინა ივანიშვილის მთავარი გამხმოვანებელი, როდესაც 2 წლის წინ მათ პროპრორციული არჩევნების წესის ჩაგდებას მიაღწიეს. ახლაც ხუნდაძის საჯარო უარი ევროპულ გზაზე, რეალურად არის ბიძინა ივანიშვილის ანტიევროპული პოზიციის გახმოვანება.
“ქართული ოცნება” უკვე დაუფარავად პოზიციონირებს, როგორც ანტრიეროვნული ძალა. ისინი იცავენ ბიძინას ფულს, საერთოდ არ აინტერესებთ არც ქვეყანა, არც ევროპული მომავალი და არც მოქალაქეების კეთილდღეობა. ასე იქცეოდა იანუკოვიჩი და ვიცით, როგორც დაასრულა მან. ივანიშვილიც ისე დაამთავრებს, როგორც დამთავრა იანუკოვიჩმა“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
“ქართული ოცნების” დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას. “სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ“, – განაცხადა ხუნდაძემ.
თაგები:
ნუგზარ წიკლაური




