ნუგზარ წიკლაური – ყველასთვის ცხადია, რომ გვარამია პოლიტპატიმარია, მაგრამ რამდენად მოხდება ამის გათვალისწინება სალომე ზურაბიშვილის მიერ, ამის თქმა ჩემთვის ძნელია

ავტორი
Front News საქართველო
სახალხო დამცველის მიმართვა პრეზიდენტისადმი ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ სრულიად დასაბუთებულია, ყველასთვის ცხადია, რომ ნიკა გვარამია არის პოლიტპატიმარი, – ამის შესახებ Front News-ს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოში მედიის წინაშე არსებული პრობლემა, რომ რეალურია ამას ადასტურებს ევროპარლამენტში ამ თემაზე დაგეგმილი განხილვაც.
“ცხადია, მედიის თავისუფლების თემა არის მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვისაც და ამას ასე უყურებს ცივილიზებული საზოგადოება. ყველამ ვიხილეთ, რაც მოხდა 5 ივლისს, ამას მოყვა მედიამენეჯერის დაპატიმრება, ასევე სხვა კომპანიების მედიამენეჯერებისა და მფლობელების წინააღმდეგ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. პრობლემის აქტუალობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ დღეს ევროპარლამენტში საქართველოში მედიის საკითხზე დებატები გაიმართება. ეს მიუთითებს, რომ პრობლემა რეალურია.
რაც შეეხება სახალხო დამცველის მიმართვას პრეზიდენტისადმი ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ, ჩამოყალიბებულია მთავარი მოთხოვნები და აქვს შესაბამისი დასაბუთემაც ამის. სრულიად ცხადია, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ხორციელდება პოლიტიკური დევნა, მის საქმეში სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებულია პოლიტიკური ნიშნით“, – განაცხადა წიკლაურმა.
მისივე თქმით, ძნელია სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებების პროგნოზირება.
“ყველასთვის ცხადია, რომ გვარამია არის პოლიტპატიმარი, მაგრამ რამდენად მოხდება ამის გათვალისწინება სალომე ზურაბიშვილის მიერ, ამის თქმა ჩემთვის ძნელია, რადგან მისი გადაწყვეტილებების მიღების ლოგიკა ჩემთვის ხშირად გაუგებარია“, – განაცხადა წიკლაურმა.
თაგები:
ნუგზარ წიკლაური




