ნუგზარ წიკლაური – სავსებით მოსალოდნელია უკრაინის მიერ დაწესებულ სანქციებს სხვადასხვა ქვეყნები შეუერთდნენ

ავტორი
Front News საქართველო
სავსებით შესაძლებელია და მოსალოდნელი უკრაინის მიერ დაწესებულ სანქციებს სხვადასხვა ქვეყნები შეუერთდნენ, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა უკრაინის მიერ ივანიშვილის ახლო გარემოცვაზე დაწესებული სანქციების შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის დამაზიანებელი არ არის.
“ნაბიჯი, რომელიც ზელენსკიმ გადადგა, არის ძალიან კორექტული, რადგან ის არ ეხება ქართულ სახელმწიფოს, არ ეხება საქართველოს მოქალაქეებს, არამედ ეხება ერთ კორუფციულ და ანტივიცილიზაციურ კლანს, როგორსაც წარმოადგენს ივანიშვილის ოჯახი.
სავსებით შესაძლებელია და მოსალოდნელი უკრაინის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდნენ სხვადასხვა ქვეყნები.
ტერორისტულ რეჟიმთან თანამშრომლობა არავითარ შემთხვევაში დაუსჯელი არ დარჩება და ამ შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოება იქნება ერთიანი“, – განაცხადა წიკლაურმა.
თაგები:
ნუგზარ წიკლაური




