
ავტორი
Front News საქართველო
ხობში, პოლიციელებზე განხორციელებული ძალადობისთვის დაკავებული სპორტსმენის, მსოფლიო ჩემპიონის ნუგზარ წურწუმიას დედა ჟურნალისტებთან ამბობს, რომ მის შვილს პოლიციასთან ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია და სპორტსმენს სახელს უტეხენ.
“თვითონ ის ნასვამი იყო და რამე თუ დააშავა, ჩემმა შვილმა რა დააშავა ისეთი, რატომ უნდა იყოს ის სამი დღე ნუგო წურწუმია იქ, სადაც არ უნდა ყოფილიყო. მე სახლში ვიყავი, დაბადების დღეზე იყო ნუგზარი, ვარლამ კვარაცხელიაც, სახელს რომ უტეხავენ ეგ არ მინდა”, – აცხადებს ნუგზარ წურწუმიას დედა.
გავრცელებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ სპორტსმენებთან განყოფილების თანამშრომლები მივიდნენ და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, რაზეც ისინი გაღიზიანდნენ.
მომხდარზე დაკავებულია 4 ადამიანი, მათ შორისაა მსოფლიო ჩემპიონი ბერძულ-რომაული სახოების ჭიდაობაში ნუგზარ წურწუმია.
დაკავებულები ფოთის პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი, მათ ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.
მომხდარზე დაკავებული 4 პირიდან ორ მათგანთან მიმართებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით (პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა) მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენ ორზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) დაიწყო.
თაგები:
დაკავება
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს