ნუკრი შოშიაშვილი - ჩარლი კირკის ამბავი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქმე გვაქვს აგრესიულ, ფუნდამენტალისტურ სექტასთან, ამ იდეოლოგიის დამარცხება სასიცოცხლოდ აუცილებელია

ავტორი
Front News საქართველო
ჩარლი კირკის ამბავი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქმე გვაქვს აგრესიულ, ფუნდამენტალისტურ სექტასთან, რომელიც ცივილიზაციას და ზოგადად ადამიანურ ღირებულებას საფრთხეს უქმნის. ამ იდეოლოგიის დამარცხება არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, - ამის შესახებ ისტორიკოსი ნუკრი შოშიაშვილი წერს სოციალურ ქსელში.
შოშიაშვილის განცხადებით, „პროვინციელ ლიბერალებს“ საქართველოში საბედნიეროდ არ შესწევთ ძალა განახორციელონ მსგავსი ქმედება, მისივე თქმით, მათი „პარპაში“ სამუდამოდ უნდა დასრულდეს, როგორც გლობალურად, ისე საქართველოში.
"ჩარლი კირკის ამბავი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქმე გვაქვს აგრესიულ, ფუნდამენტალისტურ სექტასთან, რომელიც ცივილიზაციას და ზოგადად ადამიანურ ღირებულებას საფრთხეს უქმნის. ამ იდეოლოგიის დამარცხება არის სასიცოცხლოდ აუცილებელი.
ჩვენ გვყავს უკვე უამრავი ლიბერალური ტერორის მსხვერპლი.
პრაქტიკულად მოწმეები გვყავს, რომლებიც მხოლოდ სიტყვის თავისუფლების გამო მოკლეს!
ჩვენ პროვინციელ ლიბერალებს ამის უნარი რომ ჰქონდეთ არც კი დაფიქრდებოდნენ, საბედნიეროდ ამის თავი არ აქვთ! საჭიროა როგორც გლობალურად, ისე ადგილზე ერთხელ და საბოლოოდ დასრულდეს მათი პარპაში! ეს არის ბაცილა, რომელიც ჩვენი სოციალური სხეულიდან უნდა მოვიცილოთ!“- წერს ნუკრი შოშიაშვილი.
კონსერვატიულ პოლიტიკურ აქტივისტს, ჩარლი კირკს, იუტას უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ცეცხლი გაუხსნეს.
თაგები:
ნუკრი შოშიაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


