Logo

ნულანდი – აშშ-მა უკვე გაუგზავნა GLSDB ბომბები უკრაინელ სამხედროებს

უკრაინა
785
Frontnews image description

ამერიკული GLSDB ბომბები უკვე იგზავნება ფრონტზე უკრაინელი სამხედროებისთვის, ეს ხდება შეერთებული შტატების დახმარების ფარგლებში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინელმა დამცველებმა მოახერხეს ტერიტორიების 50%-ის დეოკუპაცია, რომლის მიტაცებასაც აგრესორი ცდილობდა. ასევე, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს რუსეთის სახმელეთო ძალებს და რუსეთის შავი ზღვის ფლოტს.

 

ნულანდმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინის დახმარებას უსაფრთხოების სფეროში.

 

“ეს მოიცავს ახალ ინვესტიციებს და შეიარაღების ახალ სისტემებს, როგორიცაა მცირე დიამეტრის მსუბუქი ბომბების (GLSDB) გაგზავნა ფრონტზე, ასევე მხარდაჭერას უკრაინისა და ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის აღდგენისთვის იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ მათთან ბრძოლა, ვისაც თავისუფლების მოპარვა უნდა“, – განაცხადა ნულანდმა.

Advertisement