Logo

ნულანდი – აშშ უკრაინისთვის მე-4 და მე-5 თაობის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას განიხილავს

უკრაინა
23.02.2023 / 22:19
Frontnews image description

ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინისთვის მეოთხე და მეხუთე თაობის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის საკითხზე  დისკუსიები გრძელდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.

 

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა უნდა დარწმუნდეს, რომ როდესაც არ უნდა დასრულდეს ომი, უკრაინა საკმარისად ძლიერი უნდა იყოს იმისთვის, რათა დაიცვას თავი და თავიდან აიცილოს პუტინი მორიგი შეჭრის ორგანიზება.

 

“ჩვენ უნდა ვიფიქროთ უკრაინის ძლიერ ინტეგრირებულ საჰაერო თავდაცვაზე, რომელიც მოიცავს ზოგიერთ საკითხს, რაც უკვე არის გათვალისწინებული, მაგრამ შესაძლოა, ისეთსაც, რაც ჯერ არ მიგვაწოდებია“, – განაცხადა ნულანდმა.

 

ნულანდს ასევე დაუსვეს შეკითხვა უკრაინისთვის ამერიკული მეოთხე (F-14, F-15 და F-16) და მეხუთე (F-22 და F-35) თაობის თვითმფრინავების შესაძლო გადაცემის შესახებ.

 

”თქვენ იცით, ჩვენ ვაგრძელებთ ამ საუბრებს როგორც ქვეყნის შიგნით გრძელვადიან საჰაერო თავდაცვაზე, ასევე უკრაინასთან”, – აღნიშნა მან.

 

მისივე თქმით, არის რამდენიმე ევროპული ქვეყანა, რომელიც დაინტერესებულია უკრაინისთვის ასეთი მიწოდებით.

Advertisement