ნულანდი – პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების ფასი მისთვის და რუსეთისთვის ასტრონომიული იქნება


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის განცხადებით, ვერავინ გამორიცხავს, რომ პუტინი უკრაინასთან ომში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.
“ჩვენ საქმე გვაქვს პუტინთან და მან უკვე გასცა ბრძანება საშინელი, მეტისმეტად მკაცრი სამხედრო დანაშაულების ჩადენის შესახებ. ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთმა შეიძლება, გამოიყენოს სხვადასხვა ტიპის იარაღი კატასტროფული შედეგებით”, – განაცხადა ნულანდმა.
მისივე თქმით, ახლა უკვე არა მხოლოდ შეერთებული შტატები გადასცემს სიგნალს პუტინს, რომ ეს ნაბიჯი იქნება კატასტროფა არა მხოლოდ უკრაინისა და მსოფლიოსთვის, არამედ ექნება აბსოლუტურად დამღუპველი შედეგები თავად პუტინისა და რუსეთისთვის.
“ვფიქრობ, ამ პირობებში უკეთესია, თავი შეიკავოთ ამ დეტალებისგან. მხოლოდ შემიძლია დაგარწმუნოთ: თუნდაც იმ დიდ დანაკარგებთან შედარებით, იმ მაღალ ფასთან, რაც ამჟამინდელ აგრესიას აქვს რუსეთისთვის, ამ შემთხვევაში, პუტინის ქმედებების ფასი უბრალოდ იქნება ასტრონომიული“, – განაცხადა ნულანდმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს