ნულანდი – პუტინს სიურპრიზები ელის, უკრაინა წარმატებას მიაღწევს


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის განცხადებით, უკრაინის ბრძოლის ველზე ვლადიმერ პუტინს სიურპრიზები ელის.
მისივე თქმით, უკრაინა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევს.
“ვტოვებ კიევს უკრაინელი ხალხის ერთიანობისა და მონდომების დიდი რწმენით. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა აძლიერებს თავდაცვას, სიურპრიზები ელის პუტინს ბრძოლის ველზე და უკრაინა მიაღწევს ძალიან დიდ წარმატებას”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.
ვიქტორია ნულანდი კიევში სამუშაო ვიზიტით დღეს ჩავიდა.
თაგები:
ვიქტორია ნულანდი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს