Logo

ნუნუკა თამაზაშვილმა და ანიკო ლევაიმ კომპანია “დავით კაკაბაძე მინანქარი ოქრომჭედლობა“ დაათვალიერეს

საზოგადოება
1230
Frontnews image description

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლემ, ნუნუკა თამაზაშვილმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მეუღლემ ანიკო ლევაიმ კომპანია „დავით კაკაბაძე მინანქარი ოქრომჭედლობა“ დაათვალიერეს.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომპანიის მფლობელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კაკაბაძემ ნუნუკა თამაზაშვილსა და ანიკო ლევაის კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პრემიერ-მინისტრთა მეუღლეები ადგილზე დეტალურად გაეცნენ სამუშაოთა მიმდინარეობის პროცესს.

 

დავით კაკაბაძემ სტუმრებს თავისი საავტორო წიგნები გადასცა საჩუქრად.

 

სახელოსნო 1999 წელს დაარსდა. კომპანიაში დასაქმებულია 60-მდე ადამიანი. სახელოსნო არის მულტიფუნქციური და მოიცავს რვა სახელოსნოს, ასევე არის ოქრომჭედლობის სრული კომპლექტაციის შექმნის პირობები. კომპანია მუშაობს საეკლესიო ნივთებსა და საერო სამკაულებზე; საათის დეტალებსა და მინანქრის ციფერბლატებზე. ის თანამშრომლობს უცხოურ კომპანიებთან, მათ შორის − საათების შვეიცარიულ კომპანია Patek Philippe-თან, რომლისთვისაც ამზადებს მინანქრის ციფერბლატებსა და საათის სხვა დეტალებს.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები