ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 კომპანიამ, თიბისის მხარდაჭერით, ინდოეთში საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა


ავტორი
Front News საქართველო
ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 კომპანიამ, თიბისის მხარდაჭერით, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, საერთაშორისო გამოფენაში – MEWA INDIA 2025 მიიღო მონაწილეობა.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ასოციაციის ორგანიზებით, ქართული კაკლოვანი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები ერთად წარდგნენ საერთაშორისო გამოფენაზე.
ვიზიტის ფარგლებში, ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციამ კავშირები დაამყარა ინდოეთის ბაზარზე პოტენციურ შემსყიდველებთან და თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა გამოფენის ორგანიზატორ ორგანიზაციასთან – ინდოეთის მშრალი ხილისა და კაკლოვნების საბჭოსთან.
MEWA INDIA 2025-ში მონაწილეობით, ქართული ნუშისა და კაკლის ცნობადობა მსოფლიო მასშტაბით გაიზარდა. დაინტერესებულმა შემსყიდველებმა ადგილზე დააგემოვნეს ქართული კაკლეული.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია ნუშით, კაკლით და თხილით მოამარაგოს ინდოეთის ბაზარი. ამერიკულ ნუშთან და ჩილეურ კაკალთან შედარებით, ქართულ პროდუქციას შეუძლია გაცილებით მოკლე დროში და ნაკლები ლოგისტიკური დანახარჯებით გავიდეს ინდოეთის ბაზარზე.
მშრალი ხილის და კაკლოვანი კულტურების გამოფენა MEWA INDIA, უკვე მეორედ ჩატარდა.
(R)
თაგები:
თიბისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს