Logo

“ნუთუ ამისთვის შეეწირა საუკეთესო ქართველთა დიდი ჯგუფი სამშობლოს?”

საზოგადოება
1173
Frontnews image description

ხვალ რომ უნდა შეიკრიბოს მოსამართლეთა კონფერენცია და დაადასტუროს, რომ ისე იქნება როგორც გვსურს, მოგვიწონებენ?, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

"დიდი გენერალი დაუბრუნდა საქართველოს და დიდი მეომრები დახვდნენ მას აქ ქართულ მიწაში, მათ შორის  ერთი ყველასთვის ცნობილი 24 წლის შალვა ერისთავი ვერის პარკშია დაკრძალული. სულ ვფიქრობ, მას რა მოეწონებოდა ჩემს საქციელში. ჩემი აზრით, ყველაზე გამორჩეულ, ყველაზე დიდ ქართველს, რომელიც ჩემთვის გაცოცხლებული შალვა ერისთავია, ეს არის მერაბ კოსტავა. ვეკითხები საკუთარ თავს, როცა ბათუმში საუცხოო ბულვარი განადგურდა, ეს მოეწონებოდა ან ერთს ან მეორეს? შემაქებდნენ?  როცა ჩვენს გურიაში, აჭარა-გურიის მთებში, ბახმარო და გომის მთა უმოწყალოდ განადგურდა, ამას მოგვიწონებდნენ ისინი? ან  ხვალ რომ უნდა შეიკრიბოს მოსამართლეთა კონფერენცია და დაადასტუროს, რომ ისე იქნება როგორც გვსურს, მოგვიწონებენ? ნუთუ ამისთვის შეეწირა საუკეთესო ქართველთა დიდი ჯგუფი სამშობლოს ?“ -განაცხადა პლენარულ სხდომაზე არმაზ ახვლედიანმა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები