Logo

ნუცა ბუზალაძის ევროვიზიის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა გაიმართა

საზოგადოება
1142
Frontnews image description

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის ნუცა ბუზალაძის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა თბილისში, Redisson red courtyard-ში გაიმართა.

 

Firefighter – ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომელიც დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ სპეციალურად ნუცასთვის დაწერეს.

 

კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, მხატვარი – შაკო პოპიაშვილი, ქორეოგრაფი – ლუიჯი ალოკა, კოსტიუმების დიზაინი ლაშა ჯოხაძესა და ალექსანდრე ახალკაციშვილს ეკუთვნით, მონტაჟის რეჟისორი კი ნესტან სინჯიკაშვილია.

 

ნუცა ბუზალაძესთან ერთად ვიდეორგოლში ქართველი და იტალიელი მოცეკვავეები მონაწილეობენ. ევროვიზიის სიმღერის კონკურსი წელს 7, 9 და 11 მაისს შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართება.

 

ნუცა ბუზალაძე საქართველოს სახელით 9 მაისს, მეორე ნახევარფინალში იმღერებს. 

<iframe width=”560″ height=”315″ src=”https://www.youtube.com/embed/blMwY8Jabyk?si=SBclHZlkdHe2bGk8″ title=”YouTube video player” frameborder=”0″ allow=”accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share” allowfullscreen></iframe>

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები