Logo

ნუცუბიძეზე “გლოვოს” კურიერი დაჭრეს

სამართალი
294
Frontnews image description

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე “გლოვოს” კურიერი დაჭრეს.

 

“ფორმულას” ინფორმაციით, დაშავებულ თემო სიგუას ცეცხლსასროლი იარაღით 8 ადამიანი დაესხა თავს და მას ფეხში 3 ტყვია აქვს მოხვედრილი.

 

დაშავებულის დედის ცნობით, კურიერს ფიზიკურად 4 კაცი და 4 ქალი გაუსწორდა.

 

მისივე თქმით, სიგუამ კლიენტთან ბოლო შეკვეთა დატოვა, რის შემდეგაც მას დაურეკეს და უთხრეს, რომ პროდუქტს გარკვეული ინგრედიენტი აკლდა. სწორედ ამის შემდეგ გაუსწორდა ფიზიკურად კურიერს 8 ადამიანი.

 

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ამ დროისთვის უცნობია, დაკავებული არიან თუ არა თავდამსხმელები.

 

თაგები:

დაჭრა
Advertisement