ნუცუბიძის მესამე პლატოზე ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემთხვევა
26.04.2023 / 12:41


ავტორი
Front News საქართველო
ნუცუბიძის მესამე პლატოზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ასაკოვანი ქალი, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
თაგები:
