ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ დაჭრაში ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა


ავტორი
Front News საქართველო
ნუცუბიძის პლატოზე 18 დეკემბერს მომხდარ დაჭრაში ბრალდებული პირი პოლიციას ჩაბარდა. ამის შესახებ „ფორმულას“ მისმა მამამ გია თოიძემ განუცხადა.
დაჭრილი 17 წლის მოზარდია. მას ჭრილობები ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
