NYT – კიმ ჩენ ინი პუტინთან გაემგზავრება, რათა რუსეთისთვის იარაღის მიწოდების საკითხი განიხილოს


ავტორი
Front News საქართველო
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მიმდინარე თვეში რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს, რათა განიხილონ რუსეთისთვის მეტი იარაღის მიწოდების შესაძლებლობა უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის და სხვა სამხედრო თანამშრომლობისთვის, – წერს The New York Times.
კიმ ჩენ ინი დაჯავშნილი მატარებლით სავარაუდოდ, ვლადივოსტოკში გაემგზავრება, სადაც პუტინს შეხვდება. ეს შეიძლება მოხდეს 10-13 სექტემბრამდე, როდესაც აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმია დაგეგმილი.
გამოცემა ასევე ვარაუდობს, რომ ის შესაძლოა, მოსკოვში ჩავიდეს, თუმცა ეს ზუსტი ინფორმაცია არ არის.
“პუტინს სურს, რომ კიმი დათანხმდეს რუსეთში საარტილერიო ჭურვებისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გაგზავნას, ხოლო კიმს სურს, რომ რუსეთმა მიაწოდოს ჩრდილოეთ კორეას თანამგზავრების და ბირთვული წყალქვეშა ნავების მოწინავე ტექნოლოგიები”, – წერს გამოცემა.
მისივე ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ასევე საკუთარი ქვეყნისთვის სასურსათო დახმარებას ეძებს.
ჩრდილოეთ კორეა ღიად უჭერს მხარს რუსეთის აგრესიას უკრაინაში, წლის დასაწყისიდან კი, აშშ-ის მონაცემებით, “ვაგნერელებს” საბრძოლო მასალებით ამარაგებდა.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს