
ავტორი
Front News საქართველო
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო’ბრაიენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კრემლის მიერ შთაგონებულ საქართველოში ინიციირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის შესახებ. ჩვენ ვგმობთ ამას.
ქვეყანა, რომელიც აპირებს ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური ორგანიზაციებისკენ სვლას, ჩაატარებდა სრულ, დამოუკიდებელ და დროულ გამოძიებას“, – წერს ო’ბრაიენი.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ო’ბრაიენი საქართველოსა და მონტენეგროს 14-17 მაისს ეწვევა.
“ო’ბრაიენი შეხვედრებს გამართავს მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან, რათა გამოხატოს აშშ-ის მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხისადმი და საქართველოს მისწრაფებისადმი მშვიდობიანი, აყვავებული და უსაფრთხო ევროატლანტიკური მომავლისკენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ჯიმ ო’ბრაიენი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს