
ავტორი
Front News საქართველო
“სირცხვილია, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი რაღაც დეზინფორმაციის საფუძველზე მოქმედებს”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენმა “ამერიკის ხმასთან” საუბრისას განაცხადა.
“ვნახეთ “ქართული ოცნების” დამფუძნებლის გამოსვლა. ცოტა გამიკვირდა, რამდენად ცუდად იყო ის ინფორმირებული. მის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები დაწესებული არ არის. როგორც ჩანს, ის ფიქრობს, რომ სანქციების ქვეშაა და ვიმედოვნებ, ინფორმაციის სხვა წყაროს იპოვის, დაელაპარაკება ადამიანებს, რომლებსაც ესმით დასავლეთი და წარსულში მას სიმართლეს ეუბნებოდა. ჩვენ ძალიან გვსურს, ვიხილოთ ასეთი საუბარი, რადგან სირცხვილია, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი რაღაც დეზინფორმაციის საფუძველზე მოქმედებს”, – განაცხადა ო’ბრაიენმა.
მისივე თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება.
“თუ მთავრობა გადაწყვეტს, რომ სურს რუსეთზე დაფუძნებული კანონების მიღება. თუ ეს ასე მოხდა, ჩვენთვის [ვითარება] ნათელი იქნება. და თუ მთავრობა იტყვის, – არ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, სხვა რამ გვსურს, მაშინ ჩვენ გვექნება ძალიან განსხვავებული საუბარი იმაზე, თუ რას გავაკეთებთ”, – განაცხადა ო’ბრაიენმა.
თაგები:
ჯეიმს ო'ბრაიენი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს