ოჩხამურში ბალახს და ხე-მცენარეებს ცეცხლი უკიდია, ცეცხლი მიუახლოვდა რკინიგზასაც


ავტორი
Front News საქართველო
ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში ბალახს და ხე-მცენარეებს ცეცხლი უკიდია. ცეცხლი მიუახლოვდა რკინიგზასაც, – ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ჯგუფები, თუმცა თვითმხილველის თქმით, სახანძრო მანქანები ჯერჯერობით, ვერ უახლოვდებიან ცეცხლმოკიდებულ ადგილებს.
ცეცხლი ახლოსაა დასახლებულ პუნქტთანაც, თუმცა სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
ფოტო: ბათუმელები
თაგები:
ხანძარი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს