ოდესაში, ნანგრევების ქვეშ რუსული თავდასხმის მეცხრე მსხვერპლი იპოვეს


ავტორი
Front News საქართველო
ოდესაში რუსების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
2 მარტს ღამით, რუსებმა ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან ბავშვები, მათ შორის სამი თვის ბავშვი.
უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ 2 მარტის ღამეს რუსებმა 17 “შაჰედით” და სამი Kh-59/Kh-35 რაკეტა გაუშვეს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 14 დრონი ჩამოაგდეს.
3 მარტი ოდესაში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს