
ავტორი
Front News საქართველო
სპორტსმენი და მსახიობი ლევან თედიაშვილი ყველასგან მიტოვებულია, – ამის შესახებ თამრიკო მოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“მართლა ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველოვ! ლოგინზე მწოლეარე ადამიანი იცანით ვინ არის?! სახელმწიფოსგან მიგდებული, ყველასგან მიტოვებული ლევან თედიაშვილი…
დიახ! ლევან თედიაშვილია… დაუცველი, უსუსური, გაუბედურებული, ოდესღაც ადამიანი-ლეგენდა.
მასთან ნაცნობობით, თუ მეგობრობით ყველა ვამაყობდით.
აი, სადამდე დაგვიყვანეს!
არა!
ეს უკვე არავითარ ჩარჩოში ჯდება!
“ალიონში” მუშაობისას ლევანზე სიუჟეტი გავაკეთე. იცით რა მითხრა თავის შვილზე, რომელიც აფხაზეთში დაიღუპა?– უფალმა მომცა,უფალმა წაიყვანა,მადლობა უფალს!
ამ სიტყვების შეგრძნება და თქმა მხოლოდ ლევან თედიაშვილს შეეძლო.
ნოდარ კირკიტაძემ იპოვა. დღეს ის პატრონობს.
კახა კალაძე – დარწმუნებული ვარ, ამ პოსტს უყურადღებოდ არ დატოვებ.
ლევან თედიაშვილი, სხვათაშორის, თბილისის საპატიო მოქალაქეა…
გამოფხიზლდით!
საით მიგყავთ ქვეყანა?”, – წერს მოლაშვილი.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Ftamrikoilia.molashvili%2Fposts%2Fpfbid08ZBMDLwzMkw1RUSbKSC7dSpJfAXVB5ZHHsXYon1DJwyRYDMn9KGymmVVjEMoEcK2l&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”686″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
მსახიობი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს