
ავტორი
Front News საქართველო
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი ოდილ რენო ბასო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას “ტვიტერზე” ეხმაურება.
როგორც ოდილ რენო ბასო აღნიშნავს, EBRD-ს საქართველოში 5 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია აქვს განხორციელებული და მეტის გაკეთებისა და სამომავლო რეფორმების მხარდაჭერის დიდი სურვილი აქვს.
“საქართველოში დღეის მდგომარეობით 5 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული, რომლის 80 პროცენტი კერძო სექტორშია კონცენტრირებული.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს მეტის გაკეთებისა და სამომავლო რეფორმების მხარდაჭერის დიდი სურვილი აქვს.
ამდენად, სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა აქ, გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში“,- წერს ოდილ რენო ბასო.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს